ცნობილი ქართველი მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი საერთაშორისო კინოპროექტში მონაწილეობს!
მსახიობი ებრაულ მძაფრსიუჟეტიან სერიალში „გაქცევა“ გამოჩნდება. რვა ეპიზოდისგან შემდგარი თრილერი რეალურ ისტორიებს ეფუძნება და რელიგიური სექტების რთულ და საინტერესო თემატიკას ეხება.
🌍 საერთაშორისო პროექტის გადაღებები სამ ქვეყანაში — ისრაელში, საქართველოში და კოლუმბიაში მიმდინარეობდა.
განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც ქართველი მსახიობები საერთაშორისო კინოინდუსტრიაში საკუთარ ნიჭსა და პროფესიონალიზმს წარმოაჩენენ.
❤️ ქართველ ებრაელთა საინფორმაციო პორტალი GE18NEWS გულითადად ულოცავს გიორგი ბახუტაშვილს ამ მნიშვნელოვან შემოქმედებით ნაბიჯს და უსურვებს წარმატებას, აღიარებასა და კიდევ მრავალ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობას!
🇬🇪🇮🇱 წარმატებები, გიორგი! გვეამაყება ქართველი ხელოვანების მიღწევები!
GE18NEWS — ქართველ ებრაელთა საინფორმაციო პორტალი ისრაელში
