ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიშელ ბუსკილა თბილისის მერს, კახა კალაძეს შეხვდა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიშელ ბუსკილა, საქართველოში ისრაელის ელჩ ვალიდ აბუ-ჰაიასთან და დელეგაციის წევრებთან ერთად, თბილისის მერს, კახა კალაძეს შეხვდა.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისრაელსა და საქართველოს შორის არსებულ ღრმა ისტორიულ კავშირებსა და თბილისში დაცულ მდიდარ ებრაულ მემკვიდრეობაზე.
მხარეებმა ასევე განიხილეს პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები ურბანული ინოვაციების, „ჭკვიანი ქალაქის“ ინიციატივების, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში.
შეხვედრის დროს მინისტრის მოადგილე მიშელ ბუსკილამ კახა კალაძეს იერუსალიმის მერის ოფიციალური მოწვევა გადასცა და საქართველოს დედაქალაქის მერი იერუსალიმში მიიწვია. აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს თბილისსა და იერუსალიმს შორის მჭიდრო პარტნიორობის, მეგობრობისა და საერთო ღირებულებების კიდევ უფრო განმტკიცებას.
გულწრფელ მადლობას ვუხდით თბილისის მერს, კახა კალაძესა და თბილისის მერიას თბილი მიღების, სტუმართმოყვარეობისა და მეგობრული შეხვედრისთვის.
ინფორმაციას ვავრცელებთ საქართველოში ისრაელის საელჩოს საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებული მასალის საფუძველზე და საელჩოს ნებართვით.
ისრაელში მოქმედი საინფორმაციო პორტალის — GE18isnews-ის სახელით, დიდ წარმატებას ვუსურვებთ ისრაელსა და საქართველოს, ასევე თბილისსა და იერუსალიმს შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას!
#ისრაელი #საქართველო #თბილისი #იერუსალიმი #GE18isnews

דילוג לתוכן