წარმატებები საქართველოს ახალ ელჩს ისრაელში

​G18 — ისრაელში მოქმედი საინფორმაციო პორტალის სახელით, გვსურს მივესალმოთ ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ ბექა დვალს.
​2026 წლის 6 ივლისს ბატონმა ბექა დვალმა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა სახელმწიფო პროტოკოლის უფროსს, გილ ჰასკელს.
​ჩვენი პორტალის გუნდი ბატონ ელჩს დიდ წარმატებას უსურვებს მის საპასუხისმგებლო საქმიანობაში. გვჯერა, რომ მისი დიპლომატიური მისია უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული მჭიდრო მეგობრობისა და პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაში.

דילוג לתוכן