გილოცავთ, ბატონო აბრაამ

მწერალს, პუბლიცისტს და ცნობილ ინჟინერს, გაზეთ „ალია საქართველოდან"-ის მთავარ რედაქტორს, ბატონ აბრაამ საპირს მიანიჭეს პრიზი ქართული ენის პოპულარიზაციისათვის!

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე სპეციალური ჯილდო გადაეცა აბრაამ საპირს — ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის ისრაელში.

ეს აღიარება განსაკუთრებით საამაყოა — ბატონი აბრაამი წლების განმავლობაში უანგაროდ და გულმოდგინედ ემსახურება ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას ისრაელში, და ეს ჯილდო მისი დაუღალავი შრომის ღირსეული შეფასებაა.

דילוג לתוכן