ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი დანაკარგის გამო — გარდაიცვალა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბატონი ვასო მეტრეველი.
ბატონი ვასო გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, პატრიოტიზმითა და საკუთარი ქვეყნისა და კუთხისადმი უსაზღვრო სიყვარულით. მისი ღვაწლი და ერთგულება მნიშვნელოვნად დააკლდება როგორც მის გუნდს, ასევე მთლიანად საზოგადოებას.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და სრულიად ონის მუნიციპალიტეტს ამ მძიმე წუთებში.
