დავით ბააზოვის სახელობის ისტორიის მუზეუმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი ღონისძიება გაიმართა

დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში გაიმართა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ჰოლოკოსტი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიაა — მტკივნეული შეხსენება ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების, სიძულვილისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე.
ღონისძიება გაიმართა ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია „ესთას“ ორგანიზებით, ქალბატონ ევა ბაბალაშვილის ინიციატივით. ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა ჭიჭინაძე, პროტოპრესპიკერი გიორგი ზვიადაძე და ისრაელის სახელმწიფოს ელჩი საქართველოში ვალიდ აბუ ჰაია (Walid Abu Haya).
პროექტის ფოტო და ვიდეო მასალაზე მუშაობდა ტელესკოლა–სტუდია „ინკოგნიტო“-ს წარმატებული კურსდამთავრებული თამარ გეგეჭკორი, ხოლო საღამოს მუსიკალურად გააფორმა ასაფ კლაინმანმა (Asaf Kleinman). ღონისძიებას ასევე უერთდებოდა სატელევიზიო სკოლა–სტუდია „ინკოგნიტო“-ს დირექტორი და დამაარსებელი მანანა გაბრიჩიძე.
რედაქციის სახელით გულწრფელ მადლობას ვუხდით საღამოს ორგანიზატორს, ქალბატონ ევა ბაბალაშვილს, ამ მნიშვნელოვანი და ღირსეული ღონისძიების ორგანიზებისთვის. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს იმ ჰუმანურობისა და თანადგომისთვის, რის გამოც ქართველ ებრაელობას ჰოლოკოსტის ეს უმძიმესი კატასტროფა არ განუცდია.
მადლობა ქართველ ერს ადამიანობის, ისტორიული პასუხისმგებლობისა და მეგობრობის მაგალითისთვის, რომელიც თაობებს გადაეცემა.

דילוג לתוכן