დიდ მადლობას ვუხდი ისრაელში „სოხნუთის“ დირექტორს, ქალბატონ ციური ახალკაციშვილს, რომ ხანუქის მერვე სანთლის ანთების ღონისძიებაზე მიიწვია ცნობილი ჟურნალისტი —მიხაელ ხაჩიძე- ისრაელის ქართველი ებრაელების ახლო მეგობარი, პიროვნება, რომელმაც ორწლიანი ომის პერიოდში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სწორი და სანდო ინფორმაციის გავრცელებაში.
ჟურნალისტმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე დაწერა: „გილოცავთ ხანუქას! დაე, სინათლის დღესასწაული იყოს ისრაელში, საქართველოში და მთელ მსოფლიოში სინათლისა და გამარჯვების მომტანი ჩვენს ოჯახებში. ამინ.“
ისრაელში ქართულებრაული საინფორმაციო პორტალი დიდ გამაჯვებას ვუსურვებთ სოხნუთის დირექტორს — ციური ახალკაციშვილს და მის ორგანიზაციას, და წარმატებულ კარიერას ვუსურვებთ ცნობილ ჟურნალისტ მიხაელ ხაჩიძეს ღირებული ინფორმაციის გავრცელებისთვის.
დაე, ხანუქას ნათელმა მოგვიტანოს მშვიდობა, ჯანმრთელობა და გამარჯვება. გილოცავთ დღესასწაულს!