საქართველო და ისრაელი: ერთად მომავლის განვითარების გზაზე

ახალი ეტაპი საქართველო–ისრაელის ურთიერთობებში
 ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, შეხვედრა გამართა საქართველო–ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტთან და „ისრაელის სახლის“ თავმჯდომარესთან იციკ მოშესთან, ასევე ისრაელის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების – „ფაიბეროპტიკის“ და „ალბიონის“ წარმომადგენლებთან.
შეხვედრისას მინისტრის მოადგილემ სტუმრებს გააცნო საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმდინარე პროექტები და განვითარების მიმართულებები, ხოლო ისრაელის მხარემ გამოხატა დიდი დაინტერესება საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგის, მართვისა და მონაცემთა ანალიზის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში.
 შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველო და ისრაელი მტკიცე პარტნიორები არიან ტექნოლოგიური პროგრესისა და ინფრასტრუქტურული განვითარების გზაზე.
 GE18isnew მიესალმება ამ ახალ ეტაპს ორ მეგობარ ქვეყანას შორის და აფასებს მზია გიორგობიანის აქტიურობასა და ღია თანამშრომლობის სულისკვეთებას.
 პარტნიორობა, რომელიც მომავლისკენ მიდის!

ინფორმაცია მოძიებულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს პოტალში ,ფოტოები მოპოვებულია ფეისბუქის სოციალურ გვერდზე

דילוג לתוכן