ამ კვირაში შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა ღონისძიება — „ებრაული კულტურის ევროპული დღეები 2025- წიგნის ხალხი“.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ყველასათვის საყვარელმა ქალბატონმა, მსოფლიოში ცნობილმა ბიოლოგმა, თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორმა დოდო ჩიკვაშვილმა.
თქვენი დღევანდელი გამოსვლა კიდევ უფრო ამაღლებს და ამყარებს ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს მეცნიერების სფეროში.
გისურვებთ დიდ წარმატებებს და ახალ მიღწევებს!
