დიდი პატივით ვულოცავთ ისრაელში მცხოვრებ ცნობილ ქართველ მწერალს ნუგზარ ჯანაშვილს, რომელსაც საქართველოს მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით მიენიჭა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ოქროს მედალი და დიპლომი – აღიარება მისი განსაკუთრებული ღვაწლისა ქართული ლიტერატურისა და კულტურის წინაშე.
მადლობა საქართველოს მწერალთა კავშირს ამ მაღალი პატივისათვის და განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ მაყვალა გონაშვილს მხარდაჭერისა და დაფასებისთვის.
ნუგზარ ჯანაშვილი თავის შემოქმედებით აშენებს ხიდს საქართველოსა და ისრაელს შორის – სიტყვით, გულით და კალმით.
დიდი პატივით ვულოცავთ ამ წარმატებას ისრაელში ქართულენოვანი საინფორმაციო არხი GE18!
