ინფორმაციას ვავრცელებთ საქართველოში ისრაელის საელჩოს საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებული მასალის საფუძველზე და საელჩოს ნებართვით.
საქართველოში ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიშელ ბუსკილამ, ელჩ ვალიდ აბუ-ჰაიასთან და ისრაელის
დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პარლამენტში ერთ ობლივი შეხვედრა გამართა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესა და საქართველო–ისრაელის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ მარიამ ლაშხთან.
თბილი, მეგობრული და შინაარსიანი შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველო–ისრაელის ორმხრივი და საერთაშორისო ურთიერთობები, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, ასევე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მჭიდრო პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებას, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებასა და განათლების, ინოვაციებისა და ხალხთა შორის კავშირების განვითარებას. აღნიშნული მიმართულებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.
გულწრფელ მადლობას ვუხდით ნიკოლოზ სამხარაძესა და მარიამ ლაშხს თბილი მიღების, მეგობრობისა და მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის.
ისრაელში მოქმედი საინფორმაციო პორტალის — GE18isnews-ის სახელით, შეხვედრის
მონაწილეებსა და საქართველო–ისრაელის ურთიერთობების გაძლიერების საქმეს დიდ წარმატებას ვუსურვებთ!
#საქართველო #ისრაელი #GE18isnews #GeorgiaIsraelRelations
