ვულოცავთ ნატალია (ნათო) მეგრელიშვილს საპატიო ჯილდოს

საქართველოს წოდებებისა და პრემიების მიმნიჭებელმა კომისიამ ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორს, ისტორიისა და ეროვნული ტრადიციების ანალიტიკოსს, ქალბატონ ნატალია მეგრელიშვილს, ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემია მიანიჭა.
ქალბატონი ნატალია წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურება ქართულ ეროვნულ ფასეულობებს, ისტორიასა და ბიბლიურ ტრადიციებს. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა უდიდეს და მძლავრ მუხტს ატარებს. სოციალურ ქსელში იგი საზოგადოებას ეროვნულ და ბიბლიურ მარგალიტებს მუდმივად უზიარებს.
ეს სასიხარულო ინფორმაცია ორგანიზაცია „გულთა კავშირის“ პრეზიდენტმა რობერტ ადარმა გამოაცხადა და ისრაელში მცხოვრებ ქართველ ებრაელებს გაუზიარა.
GE18isnews-ის საინფორმაციო პორტალის სახელით გულითადად ვულოცავთ ქალბატონ ნატალია მეგრელიშვილს ამ დიდ აღიარებას! ვუსურვებთ ჯანმრთელობას, შემოქმედებით წარმატებას, წინსვლასა და კიდევ მრავალ ღირსეულ ჯილდოს!

דילוג לתוכן