დიდი ქართველი ებრაელი გარდაიცვალ და კერძოდ ქართულმა კულტურამ და მოდის სფერომ უდიდესი დანაკარგი განიცადა. თბილისში გარდაიცვალა საქართველოში პირველი დიზაინერი, უნიჭიერესი მოდელიორი, ანზორ ბაზაზაშვილი, რომელსაც საზოგადოება და ხელოვნების სამყარო „აბრამ ბაზელის“ სახელით იცნობდა.
ანზორ ბაზაზაშვილი იყო ეპოქალური ხელოვანი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართულ მოდას. მან თავისი დაუღალავი შრომით, უზადო გემოვნებითა და გამორჩეული ხელწერით შექმნა შეუდარებელი კულტურული სიმდიდრე.
ბატონი ანზორი ხელოვნებასთან ერთად გამორჩეული იყო თავისი ადამიანობითა და დიდი გულით. მან აღზარდა ახალგაზრდა დიზაინერების არაერთი თაობა, რომლებიც დღეს ამაყად აგრძელებენ მის გზას. ქართველი ერის და ქართველი ებრაელების მრავალსაუკუნოვანი, მტკიცე მეგობრობის სიყვარული მან საკუთარ შემოქმედებაში გადაიტანა და სიცოცხლის ბოლო წუთამდე ამ იდეალების ერთგული დარჩა.
ჩვენი რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამ მძიმე დანაკარგის გამო და უსამძიმრებს ხელოვანის ოჯახს, შვილებს, შვილიშვილებს, ახლობლებს, მის დიდ სამეგობროსა და სრულიად საქართველოს.
