9 ივლისს ავიაკომპანია Oneclick Airways-მა თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი წარმატებით შეასრულა. ✈️💙
ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსა და ისრაელს შორის საჰაერო კავშირების გაძლიერების მიმართულებით, რაც ახალ შესაძლებლობებს უქმნის როგორც მოგზაურებს, ისე საქმიან პარტნიორებს.
ფრენების განრიგი:
* თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით: ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.
* თბილისიდან თელ-ავივის მიმართულებით: ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისის ჩამოსვლა სპეციალური დახვედრის ღონისძიებით აღინიშნა, რომელიც თბილისის და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, TAV Georgia-ს ორგანიზებით გაიმართა.
#საქართველოსსაელჩო #ისრაელი #საქართველო #OneclickAirways #თბილისი #თელავივი #ავიამიმოსვლა
