სამძიმარი გერცელ ქოსაშვილის გარდაცვალების გამო

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბერშევის ქართველი ებრაელობის, განსაკუთრებით რაჭიდან, ონელთა სათვისტომოს გამორჩეული წევრის, ბატონი გერცელ ქოსაშვილის გარდაცვალების გამო.
ბატონი გერცელი იყო ბერშევის ქალაქის საბჭოს ყოფილი წევრი, საზოგადო მოღვაწე და ადამიანი, რომელიც თავისი სიკეთით, ხალხის სიყვარულითა და გულისხმიერებით ყველასთვის საყვარელი იყო. ის იყო ღრმად მორწმუნე, თორის პატივისმცემელი და საზოგადოებაზე მზრუნველი პიროვნება, რომელიც მუდამ მზად იყო სხვების დასახმარებლად.
ისრაელში მოქმედი ქართულენოვანი საინფორმაციო პორტალის სახელით, ვუთანაგრძნობთ მის ოჯახს: მეუღლეს, ქალბატონ ციალას, შვილებს — დალის და ზაზას, ძმებს — გურამის და მეირს, ასევე მის ყველა ახლობელს, სიძეებს, რძალს, შვილებსა და შვილიშვილებს.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. მისი ღვაწლი და ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში.

דילוג לתוכן