ღრმა პატივისცემითა და დიდი სიხარულით ულოცავს გამოჩენილ მომღერალს, უამრავი რეგალიისა და ღირსების ორდენის კავალერს — მორის ჯანაშვილს ამ უმნიშვნელოვანეს აღიარებას.
საქართველოს მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით, ბატონ მორის ჯანაშვილს ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია და ოქროს მედალი მიენიჭა. ეს საპატიო ჯილდო გახლავთ დასტური მისი უდიდესი დამსახურებისა წმინდა მიწაზე ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციის, პროპაგანდისა და ქართულ-ებრაულ კულტურულ ერთიანობაში შეტანილი განსაკუთრებული, ნაყოფიერი წვლილისათვის.
ჩვენი რადიო უერთდება ამ დიდ აღიარებას და მადლობას უხდის ბატონ მორისს იმ ღირსეული მოღვაწეობისთვის, რომელიც ორ მოძმე ერს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან კულტურულ ხიდს კიდევ უფრო განამტკიცებს.
ვუსურვებთ შემოქმედს ახალ წარმატებებს, შემოქმედებით წინსვლასა და ნაყოფიერ საზოგადოებრივ მოღვაწეობას.
#მორისჯანაშვილი #მწერალთაკავშირი #ილიაჭავჭავაძისპრემია #კულტურულიდიპლომატია
