ისრაელში მცხოვრები ქართული ებრაელები მერაბ სეფაშვილს სამძიმარს უცხადებს

​„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ყველასათვის საყვარელი მომღერლის, მერაბ სეფაშვილის მეუღლის გარდაცვალების გამო. ამ უმძიმეს წუთებში, ისრაელში მცხოვრები ქართული სათვისტომო თქვენს გვერდითაა.
​ენით აღუწერელია ის ტკივილი, რასაც საყვარელი ადამიანის დაკარგვა ჰქვია. ვუსამძიმრებთ მერაბს, მის შვილებსა და მთელ ოჯახს. უფალმა განუსვენოს მის სულს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.
​გამძლეობას გისურვებთ ამ დიდ განსაცდელში.“

דילוג לתוכן