ისრაელში არსებული ქართულენოვანი რადიო G18 (ჯი18) მთელი თავისი მსმენელის სახელით ღრმა მწუხარებასა და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიას და მის ერთგულ მრევლს.
ვიზიარებთ უდიდეს ტკივილს, რომელიც უკავშირდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II გარდაცვალებას.
მისი მრავალწლიანი პატრიარქობის განმავლობაში იგი ბრძანდებოდა იმედის წყარო მილიონობით მორწმუნესათვის. მისი ცხოვრება მთლიანად მიეძღვნა ღმერთის, ეკლესიისა და ქართველი ერის მსახურებას, ქრისტიანული ტრადიციების დაცვასა და საზოგადოების სულიერ აღორძინებას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი უდიდესი წვლილი ქართულ-ებრაული ურთიერთობების გაძლიერებასა და გამტკიცებაში. პატრიარქი ყოველთვის გამოხატავდა სითბოსა და პატივისცემას ებრაული საზოგადოების მიმართ, ხელს უწყობდა მეგობრობისა და ურთიერთგაგების გაღრმავებას ორ ხალხს შორის. სწორედ ამიტომ, მისი გარდაცვალების გამო დიდი ტკივილი და მწუხარებაა ისრაელში მცხოვრებ ქართველ ებრაელებს შორის.
ამ მძიმე წუთებში გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომლისთვისაც იგი ბრძანდებოდა არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჭეშმარიტი სულიერი მამა.
ნათელი მის სულს და მარადიული ხსოვნა.
