ჰოლოკოსტის ხსოვნა საქართველოს პარლამენტში

​საქართველოს პარლამენტში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საკანონმდებლო ორგანოს წევრები, საგარეო საქმეთა მინისტრი- მაკა ბოჭორიშვილი,თინა რუხაძე -კულტურის მინისტრი,გივი მიქანაძე -განათლების მინისტრი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ებრაული თემის წევრები და სკოლის მოსწავლეები.
​ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ისრაელის ელჩი საქართველოში ვალიდ აბუ ჰაია. მათ ხაზი გაუსვეს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების აუცილებლობასა და სიძულვილის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობას.
​შალვა პაპუაშვილი: „დღეს ჩვენ ვუერთდებით მთელ ცივილიზებულ სამყაროს. ჩვენი მოვალეობაა, მომავალ თაობებს გადავცეთ ეს ტრაგიკული გაკვეთილი, რათა ხსოვნა არასოდეს მიეცეს დავიწყებას.“

​ვალიდ აბუ ჰაია: „ჰოლოკოსტი არ დაწყებულა გაზის კამერებით — ის დაიწყო სიტყვებით. საჭიროა მორალური სიცხადე და გამბედაობა, რათა ანტისემიტიზმსა და სიძულვილს ყველგან დავუპირისპირდეთ.“

​ღონისძიების ფარგლებში ასევე დაჯილდოვდნენ საგანმანათლებლო კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებმაც ჰოლოკოსტის თემაზე შექმნილი ვიდეოებით ისტორიული სიმართლის დაცვაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.
​🖋️ რედაქციის სიტყვა
​ჩვენი რედაქცია უერთდება ამ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას და განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტსა და პირადად პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს, ამ ღირსეული მასპინძლობისთვის. მადლიერებას გამოვხატავთ ქართველი ხალხის მიმართ — მსგავსი ღონისძიებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს საერთო ფასეულობებსა და მრავალსაუკუნოვან მეგობრობას.
​დაე, დაპირება „აღარასოდეს“ იყოს არა მხოლოდ ფრაზა, არამედ თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური მორალური ვალდებულება

דילוג לתוכן