საქართველოს პარლამენტში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება
გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საკანონმდებლო ორგანოს წევრები, საგარეო საქმეთა მინისტრი- მაკა ბოჭორიშვილი,თინა რუხაძე -კულტურის მინისტრი,გივი მიქანაძე -განათლების მინისტრი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ებრაული თემის წევრები და სკოლის მოსწავლეები.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ისრაელის ელჩი საქართველოში ვალიდ აბუ ჰაია. მათ ხაზი გაუსვეს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების აუცილებლობასა და სიძულვილის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობას.
შალვა პაპუაშვილი: „დღეს ჩვენ ვუერთდებით მთელ ცივილიზებულ სამყაროს. ჩვენი მოვალეობაა, მომავალ თაობებს გადავცეთ ეს ტრაგიკული გაკვეთილი, რათა ხსოვნა არასოდეს მიეცეს დავიწყებას.“
ვალიდ აბუ ჰაია: „ჰოლოკოსტი არ დაწყებულა გაზის კამერებით — ის დაიწყო სიტყვებით. საჭიროა მორალური სიცხადე და გამბედაობა, რათა ანტისემიტიზმსა და სიძულვილს ყველგან დავუპირისპირდეთ.“
ღონისძიების ფარგლებში ასევე დაჯილდოვდნენ საგანმანათლებლო კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებმაც ჰოლოკოსტის თემაზე შექმნილი ვიდეოებით ისტორიული სიმართლის დაცვაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.
🖋️ რედაქციის სიტყვა
ჩვენი რედაქცია უერთდება ამ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას და განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტსა და პირადად პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს, ამ ღირსეული მასპინძლობისთვის. მადლიერებას გამოვხატავთ ქართველი ხალხის მიმართ — მსგავსი ღონისძიებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს საერთო ფასეულობებსა და
მრავალსაუკუნოვან მეგობრობას.
დაე, დაპირება „აღარასოდეს“ იყოს არა მხოლოდ ფრაზა, არამედ თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური მორალური ვალდებულება

