ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში საპატიო სტუმრებს მასპინძლობდა
მსოფლიო მასშტაბის ენათმეცნიერი ვაშინგტონიდან , ბატონი იცხაკ დავიდი ( დავითაშვილი ) და ისრაელის "გულთა კავშირის" პრეზიდენტი ბატონი რობერტ ადარს
ამაღელვებელი პოსტი განათავსა ქართული ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელმა – ქალბატონმა მარინა გელაშვილმა ფეისბუქის გვერდზე
ასე ღუღუნით ჩაიარა გუშინდელმა შეხვედრამ დიდ მეცნიერთან, რომლისთვისაც ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში პატარა საქართველოა . სიხარულით გვსტუმრობს, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა, რათა მოგვეფეროს იმ ჯიგრიანი სიყვარულით, საგზლად რომ გამოაყოლეს თავის დროზე თბილისის უნივერსიტეტის კორიფეებმა.
მასზე ლეგენდები დადის. ვერ დაუდგენიათ რამდენ ენას ფლობს. ვინ ოცდაათამდე ითვლის, ვინ ორმოცდაათს გადაცილებით. თავად კი იღიმის, იღიმის და არაფერს აზუსტებს. ეგებ თავადაც არ ითვლის ?!. ისე კი, ხუმრობენ, აბორიგენულ ტომებს რო სტუმრობს, სოფლის თავიდან სოფლის ბოლომდე გასავლელ მანძილს ანდომებს იმ სოფლის ტომის ენის შესწავლასო. ეს ზებუნებრივი ნიჭი რა თქმა უნდა გენეტიკურია . მაგრამ თბილისის უნივერსიტეტსა და დიდ ქართველ მეცნიერებსაც უმადლის საკუთარ
მიღწევებს. ქართული ენის სიმდიდრეს და სიდიადესაც, რომელიც სხვა ენების წარმატებით ფლობაში ეხმარება, რომ კაცობრიობის მოდგმას ჩასწვდეს ძირით ძირამდის და ხმამაღლა გვითხრას რომ, ყველა რელიგიაში ერთი ღმერთის ხელი ურევია , რომელმაც " ჩვენ კაცთა მოგვცა სამყარო, გვაქვს უთვალავი ფერითა!"
აი, რასაც მეთორმეტე საუკუნეში გვიმოძღვრავდა დიდი შოთა რუსთველი, ბატონი იცხაკ დავიდი დღეს თავის ექსპედიციებში მიღებული გამოცდილებით ადასტურებს და ინგლისურად გამოსცემს სქელტანიან მრავალტომეულებს.
ზოგსაც მერე დავწერთ… ემოციები მოძალებული გვაქვს. უდანაკარგოდ ავკრიბეთ მისი საუბრები წუხელ. რაღა თქმა უნდა, შევინახავთ.
დახედა ჩვენს საინფორმაციო ბუკლეტს, 23 ოქტომბრის ღონისძიებას რომ იუწყება და გულში ჩაიხუტა, ამას ვაშინგტონში წავიღებ, ჩემს არქივში ჩავდებო.
" ღვთის უკეთესი რა იქნებოდა ?! " – გავიფიქრე…
მადლობა, ისრაელის "გულთა კავშირი" მუდამ ჩვენს გვერდით რომ არის.
ბატონი Robert Adar ი, რომელმაც დიდი იცხაკ დავიდი გვასტუმრა, თავადაა სიყვარულის პრეზიდენტი. ყველას გულებს აკოწიწებს აგრესიით დაღლილ სამყაროში. ბათიამის ვიცე მერიც გვსტუმრობდა, ბატონი
David Papia ! მნიშვნელოვან სამთავრობო შეხვედრაზე ცოტა იმიტომ შეაგვიანა, ჩვენთან ყოფნა გულით რომ უნდოდა.
ეს დღეც აიკინძება მოგონებების კრიალოსანზე, რომელსაც ნათია – Natia Sudadze ს ხმა ტკბილად აჩნია !
ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში
აკად. იცხაკ დავიდი
*******
ეთნოლოგი,
ისტორიკოსი,
საქ. საპ. მოქალაქე (1999 წ. ) პოეტი,
საზოგადო მოღვაწე,
ვაშინგტონის უნივერსიტეტის
წამყვანი პროფესორი, სამი
საერთაშორისო აკადემიის წევრი,
საქართველოს მეცნიერებათა
აკადემიის აკადამიკოსი (1996 წ. ),,,,,,
დაამთავრა თბილისის სახ.უნივერსიტეტის
აღმოსავლეთ მცოდნეობის ფაკულტეტი.
1972 წლიდან, 11 წელიწადი ცხოვრობდა და
მოღვაწეობდა ისრაელში, იყო
ისრაელის პრემიერ მინისტრის,
იცხაკ შამირის მრჩეველი,
ჩამოაყალიბა პოლიტიკური ორგანიზაცია
"ისრაელის ეროვნული მოძრაობა" !
აკად. იცხაკ დავიდის კვლევის თემებია:
აზიისა და კავკასიის ებრაელთა ისტორია პალესტინაში, ძველებური ფილოსოფია,
ესპანურ – არაბული და
ესპანურ – ებრაული პოეზია,,,,,
იგი საუბრობს ქართულ, რუსულ,
ინგლისურ, ესპანურ,
არაბულ, ( 30 ენაზე),
მეტნაკლებად სამხრეთ აფრიკის
ქვეყნების ენებზე,,,,
2021 წლიდან გახლავთ.
ისრაელის სსფ
"გულთა კავშირის" წევრი!
1993 წელს, იცხაკ დავიდმა გამოსცა
პოემა "ლამაზი ქართველი.
ქრისტიანი გოგონა,
უფლის საფლავთან" !
იგი დღემდე მოხსენებითა და
ლექციებით გამოდის,
კავკასიის, ინგლისის, აშშ, რუსეთის,
შუა აზიის, იტალიის, ესპანეთის,
ტაილანდის, ავსტრალიის,
იაპონიის უნივერსიტეტებში და
სააკედემიო კათედრებზე, მოწვეული
პროფესორის სტატუსით.