აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები გამართა.

მხარეებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობებს დაუთმეს.

ოფიციალური ვახშმის დროს ნეთანიაჰუმ ამერიკელ ლიდერს ნობელის კომიტეტისადმი მიწერილი წერილი გადასცა, რომელშიც დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგენს.

„ეს მშვიდობისთვის თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების აღიარებაა“, – ხაზგასმით აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ტრამპმა ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა, ნომინაციას „ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ერთგულება რეგიონში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიმართ.

דילוג לתוכן