აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრა ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მცდელობებზე იყო ფოკუსირებული, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ნეთანიაჰუმ თეთრ სახლში დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან მეორე შეხვედრა გამართა, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა.
„უნდა მივაღწიოთ ჩვენი ყველა მძევლის, როგორც ცოცხალის, ასევე გარდაცვლილის გათავისუფლებას; „ჰამასის“ სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობების ლიკვიდაციას და იმის უზრუნველყოფას, რომ ღაზა აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის“, – განაცხადა მან.