ვულოცავთ ბატონ თემურ ყვითელაშვილს -65 წლის იუბილეს

კულტურასა და მუსიკალურ სივრცეში გამორჩეულ ფიგურას,   მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვირტუოზს, გიტარისტს,, კომპოზიტორს, მომღერალს-  თემურ ყვითელაშვილს — 65 წლის იუბილეს ვილოცავთ.

ბატონი თემურ ყვითელაშვილი ათწლეულების განმავლობაში უანგაროდ ემსახურება ქართულ მუსიკას და ამდიდრებს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას თავისი მაღალი ოსტატობით, პროფესიონალიზმითა და უნიკალური შემოქმედებითობით. მისი ნამუშევრები და შესრულება არაერთ თაობას უღვივებს სიყვარულს მუსიკისა და ხელოვნების მიმართ.

65 წელი არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ცხოვრების ეტაპი — ეს არის  კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის, შემოქმედებითი მიღწევების, საერთაშორისო აღიარებისა და დაუღალავი შრომის ზეიმი.

ვუსურვებთ ბატონ თემურ ყვითელაშვილს ჯანმრთელობას, ახალ შემოქმედებით იდეებს, წარმატებებს და კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ქართულ და მსოფლიო სცენებზე ღირსეულ წარმომადგენლობას.

საუკეთესო სურვილებით,
ქართულ-ებრაული საინფორმაციო პორტალი GE18

 

 

דילוג לתוכן