დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მეუღლე, სარა, ღაზის საზღვრიდან 7 კილომეტრში მდებარე კიბუც ნირ ოზს ეწვივნენ –

დღეს ჩემს მეუღლესთან, სარასთან ერთად, ქალაქს ოფაკიმს ვესტუმრე, რომელიც გმირობის და სიმტკიცის ქალაქია.

აქ მოხდა იმ მამაკაცებისა და ქალების გმირობის უმაღლესი ქმედებები, რომლებიც ბოროტებას ყველაზე რთულ მომენტებში წინ აღუდგნენ. ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც გმირებად იქცნენ.

ჩვენი ნებისყოფა მათზე ძლიერია. ჩვენი საბრძოლო ძალა უფრო ძლიერია. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სულიერი ძალა სძლევს მათ. სწორედ ამ სულისკვეთების წყალობით აგრძელებს ისრაელის ხალხი გამარჯვებას.

ჩვენ ქედს ვიხრით დაღუპულთა ხსოვნის წინაშე და გპირდებით: ჩვენ დავაბრუნებთ ყველა ჩვენს მძევალს, დავამარცხებთ ტერორიზმის ყველა შტოს და გავაძლიერებთ ოფაკიმს და სამხრეთით მდებარე ყველა დასახლებას.”

דילוג לתוכן