ნეთანიაჰუ მოუწოდებს ისრაელებს, არ ჩავარდნენ ეიფორიაში ირანისწარმატებული დარტყმის  გამო

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ერისადმი მიმართვაში განაცხადა , რომ 7 ოქტომბრისგან (2023) განსხვავებით, როდესაც ქვეყანა განადგურების პირას იყო, დღეს ებრაული სახელმწიფო ისტორიული გარდამტეხი მომენტის ზღვარზეა. ამავდროულად, მან ირანის შურისძიების შესახებ გააფრთხილა: „ იქნება ფასი და ჩვენ ვემზადებით მის შესამცირებლად სხვადასხვა გზით. ნუ ჩავარდებით ეიფორიაში, ჩვენ გვჭირდება მოკრძალება და პასუხისმგებლობა. ახლა ისინი (ირანი) ხელახლა იკრიბებიან, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ თავდასხმა იქნება, ეს შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული თავდასხმების ტალღა “.

მთავრობის მეთაურმა დასძინა, რომ „ირანის მიმართულებით“ წარმატება დადებითად აისახება ღაზას სექტორის საკითხსა და მძევლების გათავისუფლებაზე

דילוג לתוכן